12 აპრილს, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი” საფრანგეთის კინოგაქირავებაში გამოდის და მას 50 კინოთეატრში იხილავს მაყურებელი.
ფრანგულმა კინოკრიტიკამ დიდი ყურადღება დაუთმო ქართველი რეჟისორის ფილმს და მათ შორის “Le Monde”-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.
„მეოთხე ბრაიტონი” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
ვულოცავთ ლევან კოღუაშვილს მორიგ საერთაშორისო აღიარებას და კიდევ ბევრ პროფესიულ წარმატებას ვუსურვებთ.