კიმ კარდაშიანი სერიალის „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ მე-12 სეზონში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ შოუს ერთ-ერთმა შემქმნელმა რაიან მერფი The Hollywood Reporter-ს განუცხადა.
მისი განმარტებით, სეზონის სცენარი სპეციალურად კარდაშიანისთვის დაიწერა. მისი როლი „მხიარული, გემოვნებიან და საშინელი“ იქნება. შოუს ახალ სეზონში ასევე ემა რობერტსი ითამაშებს.
სეზონის სიუჟეტი დანიელ ვალენტაინის რომანს „დელიკატური მდგომარეობა“ დაეყრდნობა. გადაღებები ნიუ-იორკში, აპრილში დაიწყება. სეზონის პრემიერის თარიღი კი სავარაუდოდ ივნისში გახდება ცნობილი.