მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა, ანა ბიერდემ და უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ვაშინგტონში უკრაინისთვის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით, დამატებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
შმიგალის თქმით, უკრაინის აღდგენა წელს იწყება და ენერგეტიკის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკიდან შემოსული თანხები კიევის, ხარკოვის, მიკოლაივის, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებიის ქალაქებში ელექტროქსელებისა და გათბობის სისტემების აღდგენას მოხმარდება.