ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო სიკვდილით დასჯის ვიდეოს ავთენტურობა დადასტურდება, ეს რუს ჯარისკაცებს ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ჩააყენებს.
პრეზიდენტის განმარტებით, ჩანაწერის ავთენტურობა არ დადგენილა, შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. თუმცა, მისი თქმით, არსებობს მრავალი სხვა დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, რომელიც დასაგმობია და რომლის ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის.
ცნობისათვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვესთვის თავის მოჭრის ფაქტია ასახული.