უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა, ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური - ვოლოდიმირ ზელენსკი - Palitra News

უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა, ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური - ვოლოდიმირ ზელენსკი

2023-04-13 09:11:53+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის მიუხედავად, უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა და რუსეთი ზარალს აუცილებლად აანაზღაურებს, მათ შორის ოლიგარქებისა და ოფიციალური პირების ხარჯზე. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და აღნიშნა, რომ ომი ყველაზე ძვირი აგრესორისთვის უნდა აღმოჩნდეს.