საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს უმასპინძლა. გიორგი ამილახვარმა სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით მანდატურის სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
მანდატურის სამსახურის დაარსების დღე ყოველწლიურად 15 აპრილს აღინიშნება.