სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზთან, სოფლებს მეჯვრისხევსა და ნიქოზს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სოფლებში მოქმედი ამბულატორიები მოინახულა, სადაც UNDP-ის მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თეა ახვლედიანმა გაეროს წარმომადგენელთან და ამბულატორიების მედპერსონალთან ერთად სამედიცინო დაწესებულებების ფუნქციონირების შემდგომი გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებული საკითხები განიხილა.