საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის დაკორექტირებული ვერსია მეორე მოსმენით მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინა, რაც ნიშნავს იმას რომ ოლიგარქად პირის გამოცხადება არა მთავრობის, არამედ ანტიკორუფციული სამსახურის უფლება გახდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის მიერ შემუშავებულ პროექტს "ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ". ოპოზიციის აზრით, ოცნების გადაწყვეტილება 12 რეკომენდაციის შესრულებია პროცესს აზიანებს