შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადის გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმართულებით ხდება. შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.