სოფელ სილაბაურის მაღლობზე საცხოვრებელი უბნის მშენებლობას რუსეთის მოქალაქეები სავარაუდოდ კორუფციული გზებით ცდილობენ - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის მოქალაქეებმა ხელისუფლებას თანხა სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების გავლით შესწირეს, რადგან კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პოლიტიკური შემოწირულობების გაკეთება ეკრძალებათ. მალევე რუსეთის მოქალაქეებმა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღეს.