საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის დაკორექტირებული ვერსია მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა საკითხის რამდენიმე საათიანი განხილვა, რა დროსაც ანრი ოხანაშვილმა ის პუნქტები ჩამოთვალა, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოშავებულ ატერნატიულ პროექტს. როგორ მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში კანონპროექტების განხილვა და რა წესით განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობა.