ოპოზიციონერი დეპუტატების ხათუნა სამნიძის და თამარ კორძაიას თქმით, სასამართლოში სისტემურ პრობლემებთან და კორუფციასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა 18 აპრილს შედგება. როგორც მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, კოლეგების ინფორმირების მიზნით, 5 დეპუტატი თითოეულ მათგანს პირადად დაუკავშირდება.