საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, აშშ-ის ელჩს დავით კეზერაშვილისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს. როგორც ზარქუამ აღნიშნა, "ბიბისის" ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ კეზერაშვილი, ევროპელი პენსიონრების გაძარცვის თაღლითური სქემის ორგანიზატორია. მისივე თქმით, საქართველოში, ამ ფულით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მედიებს და პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს