გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია გამართა დღეს პოლონეთის საელჩოსთან . "პროფესიული კავშირების გაერთიანებამ" საელჩოში წერილი შეიტანა, სადაც სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. რამდენიმე კვირაა, ანაზღაურების მოთხოვნით გერმანიაში 50-მდე ქართველი მძღოლია გაფიცული. მათი დამსაქმებელი, პოლონური კომპანიაა.