ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 1 სარაკეტო, 21 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 33 შეტევა განახორციელეს. რუსული ძალების მთავარი სამიზნე უკრაინული ჯარების განლაგების არეალი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებია. გენშტაბის ცნობითვე, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და მარინკას მიმართულებებზე შეტევების განხორციელებაზეა მიმართული. გენშტაბის განცხადებით, გასული დღის განმავლობასი უკრაინულმა თავდაცვამ ჯამში ოკუპანტების 72 შეტევა მოიგერია. ამავე ცნობით დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც და უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.