უკრაინის უმაღლესი რადასა და ევროპარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები საპარლამენტო ორგანოების პირველ ერთობლივ შეხვედრას მართავენ. ღონისძიებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა და უზენაესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გახსნიან. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები, უკრაინის ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხები იქნება. უკრაინელი და ევროპელი დეპუტატების შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხრივ არსებულ ვითარებასა და მთავარ გამოწვევებს მიეძღვნება.