სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნებულია და ამ ეტაპზე სიტუაცია შედარებით სტაბილურია. თავის მხრივ, სომხეთს პროვოკაციაში ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. შეტაკება გუშინ ლაჩინის დერეფნის მახლობლად მოხდა. სომხეთის ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.