პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. ასევე დღეს გახდება ცნობილი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე როგორ შეიცვლება პროექტი და რა ცვლილებები აისახება მასში. დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტზე სახელწოდებით “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”.
“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, თუმცა მოგვიანებით მოგვიანებით ის მუხლობრივ განხილვაზე დააბრუნეს. ამის მიზეზად ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა დასახელდა.