ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში მანჩესტერ სიტიმ მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 3:0. მატჩის სტარტიდანვე უპირატესობა ქალაქელებმა მოიპოვეს და საკუთარ მოედანზე გერმანელებს მაღალი პრესინგი და ბურთის ფლობა შესთავაზეს, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო, 27-ე წუთზე როდრიმ ცენტრში კარგი მოძრაობით მუსიალა ჩამოიშორა და ულამაზესი დარტყმით ზომერის კარი აიღო. ამის შემდეგ ინგლისელებს რამდენიმე კარგი შანსი შეექმნათ, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში კიმიხმა და ზომერმა ბაიერნი გადაარჩინეს. მეორე ტაიმის სტარტზე მიუხენელებმა კარგად შეუტიეს და 46-ე წუთზე კარში ზუსტად პირველად დაარტყეს. თუმცა მალევე სიტიმ თაივისი უპირატესობა კვლავ დაიბრუნა და ბაიერნის კარს არაერთხელ დაემუქრა. 70-ე წუთზე გრილიშის ეფექტურ გადაცემას ჰოლანდის ჩაწოდება მოჰყვა, საჯარიმოშ მარტო დარჩენილმა ბერნარდო სილვამ კი სხვაობა ორამდე გაზარდა, 6 წუთში თავისი გოლი გაიტანა ჰალანდმაც, ნორვეგიელმა ფორვარდმა ბაიერნის კარში ისტორიაში მე-6 გოლი გაიტანა. შეხვედრის მიწურულს ბაიერმა რამდენჯერმე კარგად შეუტია, მაგრამ საბოლოოდ გოლის გატანა ვერ მაოხერხა და შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.