ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. უკრაინის თავდაცვისშეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 1 სარაკეტო, 21 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 33 შეტევა განახორციელეს. რუსული ძალების მთავარი სამიზნე უკრაინული ჯარების განლაგების არეალი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებია.
გენშტაბის ცნობითვე, ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და მარინკას მიმართულებებზე შეტევების განხორციელებაზეა მიმართული.
გენშტაბის განცხადებით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა თავდაცვამ ჯამში ოკუპანტების 72 შეტევა მოიგერია. ამავე ცნობით დიდია რუსული ძალების დანაკარგებიც და უკრაინის თავდაცვის ძალები ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.