ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა. დირექტორის მოვალეობას თეა თავართქილაძე შეასრულებს, რომელსაც ამ დრომდე კლინიკური მენეჯერის პოზიცია ეკავა. ზაზა ავალიანი კი მუშაობას ტუბერკულოზის და ფილტვის ცენტრში გააგრძელებს.