აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები სპეციალურ განცხადებებს ავრცელებენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა “შესაბამისი საპასუხო ზომები” მიიღო. უწყების თქმით,“სომხეთის პროვოკაციის” შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადეით კი “აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით“. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა საპასუხო ზომები მიიღეს.
სომხური მხარე აღნიშნავს იმასაც, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, თუმცა ზუსტ რაოდენობას ჯერჯერობით არ ასახელებს.