კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები რუსეთის კიდევ 14 მოქალაქესა და 34 ორგანიზაციას შეეხება. უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე წნეხი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
გარდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა, კანადამ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიც დაანონსა.
პარტნიორი ქვეყანა უკრაინას 21000 ავტომატს, 38 ტყვიამფრქვევს და 2.4 მილიონ ტყვიას გაუგზავნის.