ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვას ავრელებს და აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინას შესვენების დრო არ აქვს. მისი თქმით, ქვეყანამ კონცენტრაცია გამარჯვებამდე დარჩენილ გზაზე განსაკუთრებულად უნდა მოახდინოს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებთან ერთად გასული წლის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა გასავლელი გზა კიდევ არის დარჩენილი. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, გამარჯვების გზაზე ყველამ უნდა გაითავისოს, რა არის მათი გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯები და საკმარისია თუ არა ისინი მთელი გზის დასასრულებლად.