პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 12 აპრილის სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასევე იმსჯელებს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზე “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ”. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკავშირის სტატუსის მინიჭების პროცესის საწინააღმდეგოა. მმართველი გუნდის ოპონენტები ვვარდაუდობენ, რომ კანონი ობიექტურობასთან მიახლოებული არ არის.