რიკოთის უღელტეხილი ქვათაცვენის გამო კვლავ ჩაიკეტა. ამ დრომდე გაურკვეველია, თუ როდის იქნება შესაძლებელი რიკოთის გავლით ავტომობილით გადაადგილება. ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მანქანები ისევ ალტერნატიული გზით, საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გავლით მოძრაობენ, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის ამ გზაზე გადაადგილება აკრძალულია.