სამეფო ოჯახი სრული შემადგენლობით უინძორის სასახლის ტაძარში შეიკრიბა, სადაც ტრადიციული სააღდგომო წირვა ჩატარდა. მეფე კარლთან და დედოფალ კამილასთან ერთად, წირვაზე გამოჩნდნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შვილებთან ერთად.
ქეითი ამ დღეს ბრწყინავდა „კეტრინ უოლკერის“ ულამაზეს ლურჯ პალტოში, რომელიც მას უკვე ეცვა 2022 წელს წელს, თანამეგობრობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ასევე ლურჯი ფერის კაბაში იყო გამოწყობილი 8 წლის პრინცესა შარლოტა, რომელიც დედას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა