Twitter-მა ძველი ლოგო - ლურჯი ჩიტი დააბრუნა. რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ლოგო ცნობილი მიმი - შიბა ინუს ჯიშის ძაღლი გახდა, რომელიც ასევე კრიპტოვალუტა Dogecoin-ის ლოგოდ გამოიყენება.
კომპანიაში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. კომენტარი არ გაუკეთებია აგრეთვე Twitter-ის მფლობელ, ილონ მასკს.
ლურჯი ჩიტი Twitter-ის ლოგო 2012 წლიდან არის.