რუსეთში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ფერფლმა ზღვის დონიდან 20 კილომეტრს მიაღწია, რის შედეგადაც ფერფლის ნალექმა 240-დან 400 კილომეტრამდე ფართობი დაფარა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური სამსახურის რეგიონული ფილიალის ცნობით, ვულკანი „შიველუჩი“ აგრძელებს ამოფრქვევას. მოპოვებული მონაცემების თანახმად, ვულკანმა ფერფლის ღრუბელი გამოუშვა, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 12 000 მეტრს აღწევდა.