უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილების მიღება ბოლო მომენტში მოხდება. დანილოვი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება. ამასთან, მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვა კონტრშეტევასთან დაკავშირებულ გეგმებზე არ იმოქმედებს.