თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციური პარტიების განცხადებით თბილისში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების მემორიალის გახსნის ინიციატივას მმართველი პარტია უარყოფითად პასუხობს, მათივე თქმით ქართული ოცნების წარმომადგენლები რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას ატარებენ რაც ფუნდამენტურად მიუღებელია.