შეერთებულმა შტატებმა და ფილიპინებმა მასშტაბური ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომელშიც 17 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
ყოველწლიური წვრთნები, სახელწოდებით „ბალიკატანი“ 28 აპრილამდე გაგრძელდება.
აშშ-ისა და ფილიპინების სამხედრო ოფიციალური პირების თქმით, წვრთნების დროს წარმოდგენილი იქნება ამერიკული სამხედრო ხომალდები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, „პატრიოტის“ რაკეტები, „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“.
„ბალიკატანის“ მოიცავს წვრთნებს საბრძოლო მასალის გამოყენებით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რომელზეც ჩინეთი თითქმის მთლიანად აცხადებს პრეტენზიას.
„დოიჩე ველე“ წერს, რომ აღნიშნული ერთობლივი სამხედრო წვრთნები არის აშშ-ის ძალისხმევის ნაწილი, გააძლიეროს თავისი ალიანსები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა რეგიონში ჩინეთის აგრესიულ ქმედებებს დაუპირისპირდეს. აშშ-ფილიპინების წვრთნებს წინ უძღოდა ჩინეთის სამდღიანი სამხედრო წვრთნები ტაივანის სრუტეში.