ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. თელ-ავივში გამართული დემონსტრაციის მონაწილეთა უკმაყოფილება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საგანგებო განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ნაციონალურ უსაფრთხოებას და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას მიეძღვნა. აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ პრემიერ-მინისტრმა არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების პრობლემებზე სრული პასუხისმგებლობა მოსახლეობას და ოპოზიციას დააკისრა.
საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერმა ბენიანიმ ნეთანიაჰუმ კიდევ ერთი გადაწყვეტილება შეცვალა და გადაიფიქრა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა სასამართლო სისტემის დაგეგმილ რეფორმას და აცხადებდა, რომ ის ისრაელის უსაფრთხოებისთვის საზიანო იყო.