მოსამართლეებთან ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ოპოზიციაში გამოხმაურება მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ დასანქცირებული მოსამართლეების მხარდაჭერა პრემიერის მხრიდან უსამართლო და არალოგიკური ქმედებაა. ოპოზიცის შეფასებით, გაუგებარია, რატომ ერევა მთავრობის მეთაური სასამართლოს საქმიანობაში. ოპოზიციისთვის ასევე დაუსაბუთებელია, რატომ ხვდება მთავრობის მეთაური შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებს. ოპოზიციის ნაწილის თქმით, უზენაეს სასამართლოში ღარიბაშვილის გუშინდელი ვიზიტი ცხადჰყოფს, რომ „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების ნაბიჯებს იმეორებს.