გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
მათივე ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.