საქართველოში დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებზე დამსაქმებელთა პასუხებს ეყრდნობა.
რუსი მუშახელის მასობრივი მიზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა, ყაზახეთისა და ბელარუსის შემდეგ. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვერტალში რუსი მუშახელის 9 300 განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით ოთხჯერ მეტია. მაშინ საქართველოში დასაქმება სულ 3,6 ათას რუსს სურდა.
დასაქმების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა გაზრდილია ასევე უზბეკეთში, ყირგიზეთში, თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სომხეთში, გერმანიაში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში