მომღერალი ირუ ხეჩინოვი, რომელიც 2023 წლის "ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, მადრიდის Live პერფორმანსმა, ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა. ეს იყო ჩემი ბოლო პრეფართი ნახევარფინალამდე, ახლა კი მთელი ყურადღება ლივერპულისკენ. უდიდესი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!", - წერს ირუ ხეჩინოვი.