მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) მქონე ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები განიხილეს.
ექსპერტებმა მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკის გამოცდილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ახლადშექმნილი მგვ ორგანიზაციების ოპერირების და ბიზნესგეგმების შემუშავების მექანიზმებზე იმსჯელეს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის RECC და დანიური ორგანიზაცია COWI ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.