5 ადამიანი დაიღუპა და 8 დაიჭრა ამერიკის კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში. ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკის ოფისში სროლა ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაიწყო, რომელიც თავდასხმას ინსტაგრამით, პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ის ადგილზემისულმა პოლიციელებმა მოკლეს. 25 წლის კონორ სტერჯენს რომელიც ბანკშიწელიწადზე დიდხანს მუშაობდა, ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ სამსახურიდან უნდადაითხოვონ. მედიის ვარაუდით, თავდასხმის მოტივი სწორედ ეს გახდა.