იტალიის სანაპირო დაცვამ ორ ფართომასშტაბიანი საზღვაო ოპერაცია დაიწყო, რომელიც სიცილიის სანაპიროებთან ორ ნავზე მყოფი 1200 მიგრანტის გადარჩერნას ისახავს მიზნად. BBC-ის ინფორმაციით, ერთ სათევზაო ნავზე დაახლოებით 800 ადამიანი იმყოფება, მეორეზე კი - დაახლოებით 400.
ორი დღის წინ მიგრანტების დახმარების სერვისის ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება, რომ ნავს, რომელიც ლიბიის ტობრუკიდან მიემგზავრებოდა და რომელზედაც 400 მიგრანტი იმყოფებოდა, იონიის ზღვაში დახმარება ესაჭიროებოდა. მეორე თევზსაჭერი ნავი კი, რომელზედაც 800 მიგრანტი იმყოფება, სირაკუზას სამხრეთ-აღმოსავლეთით 120 მილზე იმყოფება.
იტალიის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ ოპერაცია ბორტზე მყოფი ადამიანების რაოდენობის გამო გართულდა.