ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა პრემიერის მოსამართლეებთან შეხვედრასაც. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან დასანქცირებული მოსამართლეებისთვის მხარდაჭერის გამოცხადება უსამართლო და არალოგიკურია.
ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, რატომ ერევა მთავრობის მეთაური სასამართლოს საქმიანობაში და რატომ ხვდება აშშ-ს დეპარტამენტის მიერ დასანქცირებულ მოსამართლეებს.
ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, "ქართული ოცნება" წინა ხელისუფლების ნაბიჯებს იმეორებს.