მინსკს რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება სურს. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მინსკს საგარეო აგრესიის შემთხვევაში, მოსკოვისგან გარანტიები სჭირდება, რომ რუსეთი მას საკუთარი ტერიტორიის მსგავსად დაიცავს. მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის პრეზიდენტთანაც ისაუბრა და ვლადიმერ პუტინმა მას ყველა მიმართულებით მხარი დაუჭირა. ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსის სრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი სახელმწიფოთაშორისი ხასიათის ნორმატიული სამართლებრივი აქტის ფორმის დასადგენად რუსეთმა და ბელარუსმა ყველა ერთობლივი ხელშეკრულება და შეთანხმება უნდა გადაამოწმონ.