„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი” ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსკოვი, სავარაუდოდ, შეეცდება, მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაული, ცეცხლის შეწყვეტის მოწოდების გზით, უკრაინის კონტრშეტევის გადადების მიზნით გამოიყენოს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ კრემლმა, შესაძლოა სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვოს. მათი შეფასებითვე, ასეთი პაუზა რუსეთის ჯარებს სარგებელს მოუტანს, საშუალებას მისცემს მათ უზრუნველყონ თავიანთი მიღწევები ბახმუტში და უკრაინის 2023 წლის გაზაფხულის კონტრშეტევისგან თავის დასაცავად მოემზადონ.