ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესზე სამედიცინო ექსპერტები და გამომძიებლები დაიკითხნენ. როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, ერთ-ერთმა გამომძიებელმა, რომელმაც ჩვენება მისვა შემთხვევის ადგილი, ანუ ვაკის პარკის შადრევანი დაათვლიერა. როგორც ტყეშელაშვილი განმარტავს, სწორედ აღნიშნულმა გამომძიებელმა იპოვა დაზიანებული კაბელი და ცხაური, რომელმაც კაბელი დააზიანა. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტებს, როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ექსპერტების დაკითხვით დადასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა ბავშვებმა, ასევე მარიტა მეფარიშვილმა ტრავმა ელექტროდენის ზემოქმედების შედეგად მიიღო.