მთავრობამ მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის სამედიცინო ჩარევის ხარჯების თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა განსაზღვრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თანხას არ გადაიხდიან, პენსიონერის შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უმეტეს 500 ლარით, 18 წლამდე ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების შემთხვევაში არა უმეტეს 1000 ლარით, ხოლო იმ პირებისთვის, ვისი ყოველთვიური შემოსავალიც 3500 ლარზე ნაკლებია, არა უმეტეს 1500 ლარით განისაზღვრა. მინისტრის განცხადებით, რამდენად ძვირადღირებულიც არ უნდა იყოს სამედიცინო ჩარევა, პაციენტს მაქსიმუმ იმ თანხის გადახდა მოუწევს, რაც განისაზღვრა.