ჰამბურგში, ერთ-ერთი საწყობში ხანძარს მეორე დღეა ვერ აქრობენ. მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხანძრისგან გამოწვეული კვამლი, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებებს შეიცავდეს. ცეცხლი საწყობში არსებულ რამდენიმე კონტეინერს მოედო, რომელშიც აალებადი სითხე ინახებოდა. უცნობია ხანძრის გამოწვევი მიზეზი და ზუსტი მატერიალური ზარალი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.