ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, "ფორდის“ მარკის სტვირთო ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ავტომანქანის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.