იტალიის საზღვართან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. მედიის ინფორმაციით, 20-მდე ადამიანის ბედი ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა კუნძულ ლამპედუზასთან მოხდა. მედიის ცნობითვე, მაშველებმა ორი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. სამაშველო ჯგუფების თქმით, იქამდე სანამ ვინმე შენიშნავდა, ნავის ჩაძირვის შემდეგ ადამიანები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში წყალში იმყოფებოდნენ.
ჩაძირული ნავიდან 22 ადამიანი გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის გემმა ამოიყვანა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს.