დღეიდან, პურის ფასი 10 თეთრით შემცირდა. "საქართველოს პურის მრეწველთა კავშირში" ამბობენ, რომ ფასის შემცირება პურის წონაზე არ აისახება. ამის პარალელურად კი, ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა წისქვილკომბინატი ისევ გაჩერებულია.
როგორც ვიცით, ბიზნესი და სახელმწიფო მეხორბლეთა მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე ვერ შეთანხმდა. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრმა რამდენიმეკვირიანი მოთხოვნების შემდეგ მეხორბლეებისა და მეწისქვილეების შეთავაზებას უარით უპასუხა და განაცხადა, რომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტისას დაწესებული ბაჟის დამაბალანსებელ გადასახადს რუსული ფქვილის იმპორტზე ვერ დააწესებდა. დარგი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას წისქვილკომბინატების ამუშავებისა და ხორბლის მწარმოებელი ფერმერების დაგროვილი მარაგების რეალიზების მიზნით მიმართავდა და გარანტიას იძლეოდა, რომ ფქვილზე დამაბალანსებელი გადასახადის დაწესებით პური არ გაძვირდებოდა. კ
იდევ ერთი პრობლემა, რაზეც დარგის წარმომადგენლები საუბრობენ მოსავლის მოყვანის მკვეთრად გაძვირებას და ხორბლის გაიაფებას უკავშირდება. კერძოდ, მათი თქმით, მთავრობის მხრიდან გასულ წელს გაწეული მხარდაჭერა ფერმერებს ტვირთად დააწვათ, რადგან ჩაუბარებელი მოსავლის პირობებში იაფი სესხით აღებულ საბანკო ვალდებულებებს ვერ ემსახურებიან.
რა ხდება რეალურად დღეს ხორბლის ბაზარზე, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ ფერმერები, როდის შეძლებენ წისქვილკომბინატები მუშაობის განახლებას და რატომ ვერ შეთანხმდა ბიზნესი და სახელმწიფო მეხორბლეთა მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიანიძე