საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, ერთკვირიან ჭრილში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 6%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 85 დოლარს აღწევს. ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულებამ 7.5%-ით მოიმატა და 80 დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბირჟაზე ბარელი Urals-ის ფასი 66 დოლარს აჭარბებს, რაც ერთ კვირიან ჭრილსი 14%-ით გაზარდილი მაჩვენებელია.
Urals-ის ღირებულება ამჟამად თითქმის 6 დოლარით აჭარბებს ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტს.
რუსული ნავთობის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ჩინეთში საწარმოო აქტივობის მკვეთრ ზრდასთან.
მოგეხსენებათ, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ნავთობმომხმარებელია, შესაბამისად, მისი ეკონომიკური აქტივობის გააქტიურება პირდაპირ აისახება Urals-ის ფასზე.გასათვალისწინებელია, რომ დასავლურ სახელმწიფოებს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვთ რუსული ნავთობის იმპორტი, შესაბამისად, ზემოხსენებული ფასი ძირითადად აზიის ქვეყნებს და, მათ შორის, საქართველოს ეხება.